შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის დღეს აღნიშნავს.
დღეს ფიცს დადებენ პოლიციის ახალწვეულებიც და აკადემიის მსმენელები.
პოლიციის დღის აღნიშვნა სპეციალურად შემქნილი მუსიკალური ნომრით – ახალი სიმღერის პრემიერით დასრულდება.
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2010 წლიდან, პოლიციელის პროფესიული დღე 6 მაისს აღინიშნებოდა, თუმცა მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პოლიციელის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 აპრილის №263 ბრძანებულება” და პოლიციელის დღის დაწესება შინაგან საქმეთა კომპეტენციაში გადავიდა.
კომენტარები