ექიმ თამარ გოდუაძის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ლერი მოსელიანი წერს.
“დღეს ქუთაისმა დაკარგა ძალიან ჭკვიანი, განათლებული და სიცოცხლის მოყვარული ექიმი, ჩემი კურსელი, ჩემი მეგობარი თაკო გოდუაძე. მენანები თაკო გარდაცვალებისთვის, შენ ძალიან ბევრი დედა გააბედნიერე, სამაგიეროდ შენი დედა შავებით შემოსე.
ყოველთვის რომ დავრეკავდი, სულ მეუბნებოდი და მე დაგცინოდი, ჩვენ ხომ “მერწყულებივართ”, მაგრად მენანები ჩემო თაკუნა. ნათელი შენს სულს, წარმომიდგენია შენი სამეგობრო, სანათესავო და ოჯახი რა დღეში დატოვე”, – წერს ლერი მოსელიანი.
38 წლის თამარ გოდუაძე ქუთაისში გაიზარდა, ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება „ჰერა-2011-ის” თანამშრომელი იყო, მეან-გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი გოდუაძე პროფესიულ საქმიანობას ექვს კლინიკაში ეწეოდა.
კომენტარები