ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე მარიუპოლის “აზოვსტალის“ ქარხნიდან “საგამოძიებო მოქმედებებისთვის” რუსეთში გადაიყვანეს, – ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით წერს.
მისივე ინფორმაციით, ახლა „სამართალდამცავი ორგანოები მჭიდროდ თანამშრომლობენ აზოვსტალის დამცველებთან“.
მოსკოვში შესაძლოა, ასზე მეტი უცხოელი იმყოფებოდეს, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში იგეგმება უკრაინელი სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი ნაწილის რუსეთში გაგზავნა. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არის
“აზოვსტალის” დამცველები გმირულად იბრძოდნენ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ძალებს ხელს უშლიდნენ მას სხვა მიმართულებით გადაადგილებაში. რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს აზოვსტალი ქარხნის ტერიტორიაზე რაკეტებითა და ბომბებით, არტილერიიდან და ტანკებიდან სროლით, სახმელეთო შეტევებისა და თავდასხმების განხორციელებისას.
6 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების ხელში შესაძლოა, 2500-ზე მეტი სამხედრო ტყვე იყოს „აზოვსტალიდან“.
კომენტარები