მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!

სალომე ზურაბიშვილი – არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!

არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არავის უნდა გადაყვეს და ამ მომავლის დასაცავად საქართველოში ბრუნდება.

“მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია უკრაინაშიც, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ თუ არა, არ იქნებოდა დღეს დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე და მე თვითონაც, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.

მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78 -ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი, მე არ მჯერა რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავაყოლოთ ეს პროცესი – არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები