მთავარიახალი ამბებისლაიდი

ირაკლი ღარიბაშვილი – თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი

ირაკლი ღარიბაშვილი – თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი

პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 23-24 ივნისამდე პოლიტკორექტულობას შეინარჩუნებს, შემდეგ კი თუ გადაწყვეტილება უსამართლო იქნება, ვალდებულია ხალხს ანგარიში ჩააბაროს.

“მე ამ ეტაპზე მინდა, შევინარჩუნო პოლიტკორექტულობა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ უფრო მეტი ვისაუბრო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, ვალდებული ვიქნები, რომ ჩემს ხალხს ჩავაბარო ანგარიში.

23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე ასე ვთქვათ, შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები