ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან 2016 წელს სტალინის ფერწერული ტილო შეიძინა – ინფორმაციას “აი ფაქტი” ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია ტილოზე “თაიგული“, რომელშიც “ქართული ოცნების” დეპუტატმა 66 000 ლარი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ ბეჟან წაქაძის საკუთრებაშია ელენე ახვლედიანისა და გია ბუღაძის ნამუშევრებიც.
კომენტარები