მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ერთი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს თვალწინ იღუპება ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, არ შევეგუოთ ამას”

“ერთი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს თვალწინ იღუპება ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, არ შევეგუოთ ამას”

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მალგოჟატა გოშევსკას განცხადებით, ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იღუპება და ამას არავინ უნდა შეეგუოს.

როგორც მან თბილისში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, ბრალდებები საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აბსურდულია.

“საქართველოს ციხეში ახლა საავადმყოფოში რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ეს როგორც ჩანს, პირველი შემთხვევაა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ პრეზიდენტი გასამართლებულია მისივე ქვეყნის სასამართლოს მიერ.

ბრალდებები მის წინააღმდეგ არის აბსურდული. არცერთი ევროპული სასამართლო არ დაიწყებდა საქმის წარმოებასა და განხილვას, მაგრამ ახლა არ ვისაუბრებ ბრალდებებზე, უფრო მეტად ადამიანურობაზე გავამახვილებ ყურადღებას.

საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა ექიმთა საერთაშორისო ჯგუფს, რომ ჩაეტარებინათ ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო კვლევა, ასევე მისთვის შეუძლებელია ჰუმანიტარულ ფარგლებში მიიღოს შესაბამისი მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ. ეს ბარბაროსობაა, რასაც არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ადამიანი, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, არ შევეგუოთ ამას”, – განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დღეს კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულებას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეუშვებენ თუ არა.

 

კომენტარები