ქუთაისში ამ დრომდე ეძებენ პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლულია 50 წლამდე გიორგი ფანჩულიძე, მკვლელობაში ბრალდებული კი წარსულში ნასამართლევი და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსული გ.მ-ა.
მკვლელობის ადგილზე, აღმაშენებლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ასევე მოხდა იმ პირების გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა, გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია ჰქონოდათ.
მკვლელობა ქუთაისში წუხელ მოხდა. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
კომენტარები