მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი დასაქმება”

“ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი დასაქმება”

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის თანამოქალაქეების დასაქმება ყოველთვის პრიორიტეტი იყო.

“ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დასაქმება. სწორედ ამიტომ არის ის, რომ 2014-ში თუ 23% უმუშევრობის დონე საქართველოში, დღეს გვაქვს 19%. შეიძლება 4% ერთი შეხედვით არაფერს ნიშნავს, მაგრამ ციფრებში გამოხატული ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა”, – განაცხადა შალამბერიძემ დასაქმების ფორუმზე.

კომენტარები