ქუთაისში დევნილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებები სოხუმური ყავის არომატით დაიწყო, რაც უკვე ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, 20 ივნისის ტრადიციაა.
„სიყვარულის ბაღში“ ქალთა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებმა, რომლების უმრავლესობაც აფხაზეთიდანაა, სტუმრებისთვის სიმბოლური ფოტოსესია „სოხუმის სანაპიროსთან“, პოლიმერულ თიხაზე მუშაობის არტ/მასტერკლასი ინტერაქციით, სახელოსნო ღია ცის ქვეშ, თოჯინების თეატრის წარმოდგენა და მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
მადლობის სერთიფიკიტები გადაეცათ იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებმაც ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საკითხების გადაწყვეტაში.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ უკვე 25 წელია, აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.
კომენტარები