მთავარიახალი ამბებისლაიდი

“შე საცოდავო, მოღალატეები ხართ, ექიმს ხომ არ დავუძახოთ?” – ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს

“შე საცოდავო, მოღალატეები ხართ, ექიმს ხომ არ დავუძახოთ?” – ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს

პარლამენტის სხდომაზე, სადაც მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, ხმაური იყო.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვა შეაწყვეტინა, როდესაც მთავრობის მეთაური ევროკომისიის რეკომენდაციაზე საუბრობდა.

“მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ გავხდით რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყევტილება 17 ივნისს ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართ ევროპულ საბჭოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და კითხა, “რა ჩანაწერი გაკეთდა“.

დეპუტატის ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, ხატია დეკანოიძეს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.

“წამალი არ გაქვთ? მიუტანეთ დაამშვიდეთ. ექიმს ხომ არ დავუძახოთ? გეტყვით ყველაფერს, თქვენც და ყველას” – მიმართა ღარიბაშვილმა ტრიბუნიდან დეკანოიძეს.

ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში კვლავ ხმაური იყო. პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, მანდატურები “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთ დეპუტატის ანი წითლიძის დარბაზიდან გაყვანას ცდილობდნენ, თუმცა წითლიძეს მოგვიანებით პაპუაშვილმა დარჩენის უფლება მისცა.

“დაგატოვებინებთ დარბაზს, თუ არ გაჩერდებით. გაძლევთ გაფრთხილებას. ქალბატონ ანას და ხატიას ვაძლევ შენიშვნას, შემდეგ შენიშვნაზე დაგატოვებინებთ დარბაზს. რამეს თუ რ ეთანხმებით, თქვენ გაქვთ დრო და გამოხატეთ აზრი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სხდომა ამ დროისთვისაც ხმაურით მიმდინარეობს.

ღარიბაშვილი დეპუტატებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით – “შე საცოდავო”, “გაჩუმდი, მოღალატეები ხართ”, “მავნებლები ხართ”, “დაჯექი მანდ” და სხვა.

კომენტარები