მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ეს იყო ჩემი პირადი მოსაზრება” – ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დაწყევლა

“ეს იყო ჩემი პირადი მოსაზრება” – ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დაწყევლა

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე აღიარებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოსტზე მისი კომენტარია და პირადი გვერდიდან დაწერა სურდა, თუმცა აერია.

“ეს იყო ჩემი პირადი მოსაზრება, ტექნიკურად მოხდა აკრეფვა და გასწორებულია, ვინ ამიკრძალა ჩემი თავისუფალი აზრის გამოხატვა?”, – ამბობს ბარბაქაძე “მთავართან” სატელეფონო კომენტარში.

“შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალე და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე, დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე. შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე, ყოველ შენს გამოსვლაზე, სისულელეებს აბრეხვებ, დაოკდი რა… ოცნებას და ბიძინას დილა საღამოს სანთლები აუნთე, მანდ რომ ბრძანდები. არ გიცნობდე მაინც….”, – ეს კომენტარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური გვერდის სახელით, სალოზე ზურაბიშვილის Facebook-გვერდზე ერთ-ერთი პოსტის ქვეშ დაიწერა.

კომენტარი ამ დროისთვის წაშლილია.

კომენტარები