რაჭაში ხელმოწერებს აგროვებენ. ადგილობრივები ბიძინა ივანიშვილისა და ევტუშენკოვის პარტნიორ დავით ხიდაშელთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვენ.
რაჭის ტყე 49-წლიანი ვადით ხელისუფლებამ რუსეთიდან დაბრუნებულ ბიზნესმენს დავით ხიდაშელს გადაუფორმა.
“კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, რომელსაც ახლა რაჭის მესამედი გრძელვადიანი იჯარით აქვს აღებული, ამ რეგიონში სანადირო მეურნეობა უნდა მოაწყოს და კეთილშობილი ირმებისა და კავკასიური ბიზონების პოპულაცია მოამრავლოს.
სახელმწიფოს სულ რაღაც ერთი აუქციონი დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, ლიცენზია კი რუსეთიდან დაბრუნებულ ბიზნესმენს სულ რაღაც 5 მლნ ლარად დაუთმეს.
რაჭის ფართობი სულ 3 მლდ კვადრატული მეტრია, აქედან 1 მილიარდზე მეტი უკვე იმ ბიზნესმენის საიჯარო საკუთრებაა, რომელსაც პირადად მადლობებს უხდის ივანიშვილი და რომლის საქმიანი კარიერაც მოსკოვში ოლიგარქ ევტუშენკოვთან ერთად დაიწყო. ევტუშენკოვი ივანიშივლის მეგობარია, რუსული დრონების მთავარი მწამროებელი და სანქცირებული რუსი ბიზნესმენი.
“არ დავუშვებთ რაჭის გასხვისებას. რაჭის მესამედი კერძო საკუთრება ხდება, ამას ჩვენ ადგილობრივები არ დავუშვებთ”, – აცხადებს ადგილობრივი ნათელა ნოიავა.
კომენტარები