მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი მოჭიდავე ზვიად პატარიძე ესპანეთის გრან პრის გამარჯვებული გახდა

ქუთაისელი მოჭიდავე ზვიად პატარიძე ესპანეთის გრან პრის გამარჯვებული გახდა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე ესპანეთის გრან პრის გამარჯვებული გახდა.

ქუთაისელმა ფალავანმა ოქროს მედალი 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ესპანეთის გრან პრიზე, ოქროს მედალი 6 წონით კატეგორიაში მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

პატარიძესთან ერთად ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (60 კგ), ფრიდონ აბულაძე (63 კგ), ლერი აბულაძე (67 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ) და იური ლომაძე (77 კგ).

ლუკა ოჩიგავა (67 კგ), შმაგი ბოლქვაძე (77 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

კომენტარები