ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ლადო მესხიშვილის თეატრის წინ, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას გამოუცხადებენ.
“თავისუფლების ფერების კვამლში გავახვევთ ქუთაისს – გელოდებით მესხიშვილის თეატრის წინ, 24 აგვისტოს, 18:30 საათზე. მხარს ვუჭერთ უკრაინის თავისუფლებას, დღეს – როდესაც ყველაზე მეტად ვჭირდებით მათ”, – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.
კომენტარები