საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, რომლის ა ჯგუფის მატჩები თბილისში ტარდება, მესამე შეხვედრა გამართა.
საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 88-83 მოუგო.
ეს მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველი გამარჯვებაა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს, ბულგარეთთან გამართავს.
კომენტარები