მთავარიახალი ამბებიიმერეთი

სამტრედიის მერია ბიუჯეტის ფულს ტენდერის გარეშე კომპანიებს გამარტივებული შესყიდვით აძლევს

სამტრედიის მერია ბიუჯეტის ფულს ტენდერის გარეშე კომპანიებს გამარტივებული შესყიდვით აძლევს

სავარაუდო კორუფციული გარიგება და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა სამტრედიაში. მუნიციპალიტეტის მერია ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით ერთი და იგივე კომპანიებთან დებს ხელშეკრულებას.

ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის ფულს, ტენდერის და კონკურენციის გარეშე მათთვის სასურველ კომპანიებს აძლევს.

სავარაუდო დანაშაულებრივი სქემა ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციამ შეისწავლა და შესაბამის ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

“მინდა საზოგადოებას ვუთხრა ის კომპანიები, რომლებიც ბიუჯეტიდან, ხალხის ფულს იღებენ. ესენია შპს ტარა, შპს ენერჯი და ი.მ. მადონა ხარებავა. აუცილებელია ამ ფაქტით დაინტერესდეს გამოძიება”, – აცხადებს მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

კომენტარები