საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქუთაისში ჩავიდა. გომელაური „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი და საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს.
მინისტრს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი, ორ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას მოითხოვს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად რჩება 12 პირი.
კომენტარები