მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ბეჟან წაქაძე – რა არის ამაში ცუდი? იყიდოს კაცო, იყიდოს, რა მერე?

ბეჟან წაქაძე – რა არის ამაში ცუდი? იყიდოს კაცო, იყიდოს, რა მერე?

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე პრობლემას ვერ ხედავს თუ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ქონებას შეიძენენ და საცხოვრებლად დარჩებიან.

“თუ ადამიანს უჭირს, გვერდით არ უნდა დავუდგეთ? რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთის მოქალაქეა თუ ამერიკის? მაგის მიზეზით, რომ ვიღაც შეიძლება შემოგვეპაროს, მაშინ დავკეტოთ საზღვრები და არავინ შემოვუშვათ?

არავითარი პრობლემა არ არის, მოდიან ტურისტულად, შეიძლება ისედაც დარჩნენ, რაღაცები იყიდონ, უძრავი ქონებაც, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, ყველგან ასე ხდება.

რა არის ამაში ცუდი? იყიდოს კაცო, იყიდოს, რა მერე? ადამიანი, რომელიც გაშიფრულია და რაღაც აგენტურული ქსელები აქვს და შეიძლება რაღაცა გააფუჭოს სახელწიფოს წინააღმდეგ, ეს კონტროლდება“, – განაცხადა წაქაძემ.

კომენტარები