მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

დავით კეზერაშვილი – არ ვაპირებ შორიდან ვუყურო მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას

დავით კეზერაშვილი – არ ვაპირებ შორიდან ვუყურო მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას

ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გასათავისუფლებად ყველაფერს გააკეთებს.

“არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემ ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის”, – აცხადებს კეზერაშვილი.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში არანაირი ინტერესი არ აქვს და არ აპირებს, დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას.

კომენტარები