სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა კანდიდატმა მიმართმა – მათ შორის ომბუდსმენობის მსურველია ქუთაისში მცხოვრები ნუგზარ კოხრეიძეც.
ნუგზარ კოხრეიძე “სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ “თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარეა.
განცხადებების მიიღება გუშინ, 29 სექტემბერს დასრულდა. უკვე შერჩეულია 9-კაციანი კომისიაც, რომელიც ამ კანდიდატებს შეაფასებს. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ ფრაქციები დაასახლებენ ომბუდსმენობის კანდიდატებს და პარლამენტი ოფიციალურად დაიწყებს კანდიდატების საპარლამენტო ფორმატში მოსმენას.
სახალხო დამცველობის კანდიდატები არიან:
ანა აბაშიძე – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს “არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი
გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
ლელა გაფრინდაშვილი – „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
სოფო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი
ალექსანდრე კობაიძე – “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” თავმჯდომარე
ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
ნუგზარ კოხრეიძე – “სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” თავმჯდომარე
გიორგი მარიამიძე – „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი
სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
მაკა მინდიაშვილი – “ხალხის ხმა” დამფუძნებელი
ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
ქეთევან ჩაჩავა – “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს “გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის წევრი
ნაზი ჯანეზაშვილი – “საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი
კომენტარები