მთავარიახალი ამბები

ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს პრემიერის გარეშე იწყებს

ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს პრემიერის გარეშე იწყებს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს 11 ოქტომბრიდან იწყებს.

რამდენიმეთვიანი თეატრალური პაუზის შემდეგ ახალი სეზონი, 2019 წელს დადგმული სპექტაკლით “ქარი ქრის ვერხვებში” იხსნება.

ლადო მესხიშვილის თეატრის მიერ გამოქვეყნებული ოქტომბრის თვის აფიშაში იკითხება, რომ თეატრმა ახალი სეზონის, ახალი თვე პრემიერის გარეშე დაიწყო.

ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ახალი სპექტაკლის დადგმა, ოქტომბერში ვერ მოესწრო.

ლადო მესხიშვილის თეატრმა, გასულ წელს თეატრალური სეზონი 5 ოქტომბერს პრემიერით დაიწყო, რეჟისორმა რუმინული წარმოშობის ფრანგი დრამატურგის ეჟენ იონესკოს პიესის – “ორთა ბოდვა” მიხედვით დადგმული სპექტაკლი “კუ+კოკინა” წარმოადგინა.

მიმდინარე წლის მარტში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი თავაძე დაინიშნა, რომელიც თეატრს ოთხი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

კომენტარები