მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ხარაგაულის საკრებულოს სხდომიდან ენმ-ის დეპუტატი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და კაბინეტში ჩაკეტეს

ხარაგაულის საკრებულოს სხდომიდან ენმ-ის დეპუტატი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და კაბინეტში ჩაკეტეს

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო.

ოპოზიციამ საკრებულოს სხდომაზე სცადა გაესაჯაროვებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარაგაულში ფულს სოციალური შემწეობის მიზნით ადგილობრივი მაღალჩინოსნები იღებენ.

თუმცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ამაზე საუბარი დაიწყო, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს და ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სხდომის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

როგორც ცნობილია, ის სამუშაო კაბინეტში ჩაკეტეს და ოთახიდან მანამ არ გამოუშვეს, სანამ საკრებულოს სხდომა არ დასრულდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები შესაბამის უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები