მოძრაობა “ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მოძრაობას შემოუერთდნენ ასევე “ოცნების” მომხრე ექსპერტები – თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ოთარ ჭულუხაძე, POSTV-ის წამყვანები – ნიკა ქობულაძე, ნუკრი შოშიაშვილი და იოანე შაიშმელაშვილი.
ბრიფინგზე მოძრაობის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილების 52% იყიდა, რაც მათი თქმით, “ხელს შეუწყობთ, რომ სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მიიტანონ”.
კომენტარები