მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის”

“ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის”

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება.

“ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთრის სეზონს, როგორც ელექტროენერგიით უზრუნველყოფის, ასევე ბუნებრივი აირის უზრუნველყოფის ნაწილში. ელექტროენერგიაზე დროებითი ტარიფები რაც გვქონდა დადგენილი, გავაგრძელეთ ბაზრის გახსნამდე. შესაბამისად, რაიმე სახის ტარიფების ზრდა ელექტროენერგიის სექტორში მოსალოდნელი არ არის. ბუნებრივი გაზის სექტორში გვიწევს დეკემბერში ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაიმე სახის ზრდას ბუნებრივი აირის ტარიფზეც არ ველოდებით.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ევროპასა და ჩვენს რეგიონში ბუნებრივ აირზე, ისევე როგორ ელექტროენერგიაზე, რაც დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომით და სხვა ფაქტორებით არის გათვალისწინებული, თუმცა ეს საქართველოზე არ მოქმედებს”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები