მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – არავითარი გამოწვევა ქვეყანას არ გააჩნია

ირაკლი ღარიბაშვილი – არავითარი გამოწვევა ქვეყანას არ გააჩნია

ჩვენი მთავარი საზრუნავია მშვიდობა და უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების, თქვენი ყველასი, ამ ქვეყნის მკვიდრი ყველა მოქალაქის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“მთავარი გამოწვევა, რაც დღეს არის ევროპაში და მთელს მსოფლიოში, არის ბუნებრივია, უსაფრთხოების გამოწვევები, ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც არ მთავრდება, რომელიც კიდევ უფრო საშიშ გამოხატულებებს ჰპოვებს და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ჩვენი მთავარი საზრუნავია მშვიდობა და უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების, თქვენი ყველასი, ამ ქვეყნის მკვიდრი ყველა მოქალაქის.

მეორე მთავარი თემა, რაც იყო ეს არის ენერგოუსაფრთხოება. დღეს ევროპაში არის ძალიან მწვავე კრიზისი, ენერგოკრიზისი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ კარგად, რუსეთმა გაზი შეუწყვიტა, 7%-მდე შეამცირა უკვე გაზის მიწოდება ევროპისთვის და რეალურად ევროპის ქვეყნები ახლა მსჯელობენ იმაზე თუ, როგორ ჩაანაცვლონ რუსული გაზი, რაც რა თქმა უნდა არ იქნება ძალიან იოლი მოკლევადიან პერსპექტივაში – ამ თემებზე იყო საუბარი, ბუნებრივია, უკრაინის ომი არის დიდი გამოწვევა მთელი ევროპისთვის, ასეთი კრიზისი არ ყოფილა მთელ მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მანვე რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“საქართველო, როგორც ამ რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, ვართ მონაწილენი ამ პროცესების, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ჩვენს რეგიონში უნდა იყოს მშვიდობა. აზერბაიჯანში, სომხეთში ბუნებრივია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თურქეთში, ჩვენ ვართ დაინტერესებული, იყოს უფრო შეხმატკბილებული ურთიერთობა და ამის პირველი ნაბიჯები გამოიკვეთა იმიტომ, რომ პირველი შეხვედრა შედგა სომხეთის პრემიერი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს და ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტს და საქართველო ასევე არის მედიაციის პროცესში ჩართული. მთავარი, რაც მინდა გითხრათ არის შემდეგი, რომ არავითარი გამოწვევა ქვეყანას არ გააჩნია, ჩვენ ძალიან მტკიცედ მივუყვებით ჩვენს გზას, ჩვენს არჩეულ პოლიტიკას, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ასევე ზამთარში არავითარი შეფერხება არ ექნება ჩვენს მოქალაქეებს არც ენერგომომარაგების კუთხით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები