მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქართული ოცნების” დეპუტატის მაგდა კოსტავას მამამ, დავით კოსტავამ მოსახლეობა მოატყუა და ახლა აშანტაჟებს”

“ქართული ოცნების” დეპუტატის მაგდა კოსტავას მამამ, დავით კოსტავამ მოსახლეობა მოატყუა და ახლა აშანტაჟებს”

ქუთაისში, განჯის ქუჩაზე მცხოვრებლები ბიზნესმენ დავით კოსტავას ტყუილსა და შანტაჟში ადანაშაულებენ.

ადგილობრივები მათი კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, სამუშაოები სტარნდარტების დარღვევით მიმდინარეობს, ამასთან ნიადაგი არამდგრადია, რაც მეტ საფრთხეს ქმნის.

მათივე თქმით, როდესაც ისინი ახალაშენებულ კორპუსში შევიდნენ, იცოდნენ, რომ ტერიტორიაზე სტადიონი და რეკრიაციული ზონა უნდა მოეწყოთ, თუმცა გამწვანების და დაპირების ნაცვლად ბიზნესმენი ადგილზე ახალ კორპუსს აშენებს.

ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიზნესმენ დავით კოსტავას შვილი, “ქართული ოცნების” წევრი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მაგდა კოსტავა მამას ლობირებს.

“ბიზნესმენმა დავით კოსტავამ ადგილზე დაიწყო მშნებელობა მოსახლეობასთან ნებართვის გარეშე, ისე, რომ არცერთი პირობა არ შეუსრულა განჯის #12 ცხოვრებლებს. კანონდარღვევა იკვეთება მათი მხრიდან, ასევე აბინძურებენ მდინარე რიონს და სამშენებლო მასალებს მდინარეში ყრიან. ასევე აშანტაჟებენ მოსახლეობას. ადგილობრივ თვითმმართველობასთან ამ ადამიანს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მისი შვილი “ქართული ოცნების” დეპუტატია და შესაბამისად მოსახლეობა მათ შანტაჟის პირობებში ჰყავთ”, – აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთი” ცდილობს დაკავშირებას როგორც მაგდა კოსტავასთან, ასევე ადვოკატის მეშვეობით დავით კოსტავასთან, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

სამშენებლო კომპანია “იბერია სტარ გრუპის” მენეჯერი ქეთევან იაკობიძე კი აცხადებს, რომ ის, რასაც კომპანია მოსახლეობას დაპირდა, ყველაფერი შესრულებულია, თუმცა სამშენებლო კომპანიის მაკეტზე, სადაც აღნიშნული კორპუსია გამოსახული, მითითებულია, რომ იქვე რეკრეაციული ზონა და სტადიონი უნდა მოეწყოს.

კომენტარები