ქუთაისის მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრის ოთახიდან წაღებული ორი ტელევიზიის კუთვნილი ნივთები ნაპოვნია.
მამაკაცი, რომელმაც “მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და “ტვ პირველის” კუთვნილი კამერა მოიპარა, დაკავებულია.
ის წარსულში ნასამართლევი პირია.
ქუთაისის მერიის შენობაში ქურდობა დღეს დილით მოხდა.
კომენტარები