მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ანა ნაცვლიშვილი – ის, რაც გელათში ხდება, არის ძალიან დიდი სირცხვილი

ანა ნაცვლიშვილი – ის, რაც გელათში ხდება, არის ძალიან დიდი სირცხვილი

პოლიტიკური ჯგუფის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ღვთისმშობლის მოზაიკის დაზიანების ფაქტს დიდი სირცხვილი უწოდა.

“ის, რაც გელათში ხდება, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ძალიან დიდი სირცხვილია, რომ საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე დუმილს აგრძელებს. ძალიან დიდი სირცხვილია, რომ კულტურის კომიტეტის და პარლამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე თუ როგორ სრულდება ისინი, პარლამენტი კითხვასაც არ სვამს. ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა დაზიანებულია და დაზიანებულია იმიტომ, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა გელათის გადახურვა.

კულტურის მინისტრი საპარლამენტო ტრიბუნაზე რომ იდგა, გვარწმუნებდა რომ ყველაფერი წესრიგშიაო და თქვენც დუმილით იჯერებთ და ეთანხმებით. რამდენიმე დღეში ღვთისმშობლის მოზაიკას ვკარგავთ იმ სახით, რა სახითაც საუკუნეებს გაუძლო. ამ დუმილს გააგრძელებთ, ეჭვიც არ მეპარება. შეიძლება ერთი-ორი სიტყვა თქვათ თავის გასამართლებლად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები