“ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს“ – ეს იმ აქციის სახელწოდებაა, რომლის ფარგლებშიც კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის ფონდ „სოხუმის“ მიერ კიდევ ერთი ახალი სასწავლო კურსი დაიგეგმა.
“Brot für die Welt”–ის მხარდაჭერით ფახულანელი ქალები კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს ადგილობრივი ტრენერის დახმარებით შეისწავლიან. სასწავლო კურსი სამთვიანია და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.
“მე ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ჭრა-კერვის კურსიც დავამთავრე, მათგან ბიზნეს გეგმის წერაც ვისწავლე, მცირე გრანტიც მოვიგე და ახლა მინდა საკუთარი ფეისბუქგვერდი გავაკეთო, ვმართო, ვისწავლო საკუთარი წარმატების რეკლამირება და გაყიდვა სოციალური ქსელის მეშვეობით“, – ამბობს სოფო.
„ელექტრონული ფოსტის გამოყენება დამჭირდა და ბევრი სხვა ქმედება, რომელიც კომპიუტერის უკეთ ცოდნას მოითხოვს. „სოხუმელებმა“ აქაც დროულად აღმოგვიჩინეს დახმარება,“- აცხადებს მარიკა.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ფახულანში უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი განახორციელა, რომლის მიზანიც ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
კომენტარები