მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი დედა 11 შვილით – ნათია დოღონაძე

ქუთაისელი დედა 11 შვილით – ნათია დოღონაძე

ფოტოგრაფი ლიკა გაბუნია სოციალურ ქსელში მრავალშვილიან ქართულ ოჯახზე წერს, სადაც თერთმეტი ბავშვი იზრდება და დედის და შვილების ფოტოს აქვეყნებს.

ახალგაზრდა ქალი ქუთაისში მცხოვრები 11 შვილის დედა ნათია დოღონაძეა.

“დღეს წყალტუბოში მქონდა გადაღება, წყვილს ვიღებდი, როცა ჯერ დედა მოვიდა 4 გოგოთი, რომელთაც ერთნაირი კაბები ეცვათ.

გავიფიქრე რა ორიგინალურიათქო და თან ვხედავ როგორ ემატებიან ბაფთიანი ბიჭებიც, ისევ ერთნაირ ფერებში, მრავლდებიან და არ მთავრდებიან.

უმისამართოდ ვკითხულობ – ეს ყველა თქვენია? და გაოცებას ვერ ვმალავ. ემოციური და მოულოდნელი იყო.

ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი.

ქუთაისელი დედა, 11 შვილით”, – წერს ფოტოგრაფი და ოჯახის ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარები