სამტრედიაში გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი 23 წლის ლანა დარჯანიას საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ ქუთაისში, კლინიკა “გიდში” განაცხადეს, სადაც დარჯანიას ოპერაცია ჩაუტარდა.
კლინიკაში განმარტავენ, რომ ლანა დარჯანიას ოპერაციამდე კვლევები ჩაუტარდა და ანალიზები ნორმაში იყო. ოპერაციის შემდეგ კი ყოველგვარი გართულების გარეშე გაწერეს.
ლანა დარჯანიას სისხლდენა სახლში დაეწყო, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, მდგომარეობის გართულება საკვებმა გამოიწვია, თუმცა ახლობლები აცხადებენ, რომ მას საკვები საერთოდ არ მიუღია.
კომენტარები