“ვმოძრაობთ წინ, საბოლოო გამარჯვებისკენ” – ასე დაასრულა სააპელაციო სასამართლოში “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვა, სადაც მის საქმეზე დღეს ბოლო პროცესი გაიმართა.
ნიკა გვარამიამ მოსამართლეებს მიმართა, რომ ის გადაწყვეტილება მიიღონ, რასაც სინდისი უკარნახებთ, სინდისი კი ისეთი რამაა, რის ქონასაც ადამიანს ვერ მოსთხოვ.
“ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა სხვა დროს რომ მიღებული ეს გადაწყვეტილება და ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა ჯარიმა რომ ყოფილიყო მიღებული პატიმრობის ნაცვლად და ახლაც იგივე რეაქცია მექნება. ჩემი პატიმრობის ჯარიმით შეცვლა, ჩემი ბრძოლაში არაფერს არ შეცვლის საერთოდ, უფრო სწორედ, გარეთ ვიქნები და კიდევ უფრო გამაძლიერებს იმისთვის საბრძოლველად, რასაც ჰქვია სამართლიანობა. მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ის ისედაც მაქვს, მე ვეძებ სამართლიანობას, თქვენი ვალია, მაპოვნინოთ სამართლიანობა და სამართალი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლო “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს არ გამოაცხადა. მოსამართლის თქმით, ინფორმაციას, როდის გამოცხადდება განაჩენი, სასამართლოს აპარატი გაავრცელებს.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.
კომენტარები