მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

31 ოქტომბერს ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართება

31 ოქტომბერს ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართება

31 ოქტომბერს, 14:30 საათზე ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართება.

აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი “როდემდე?!“

ორგანიზატორების თქმით, ქალაქში ადამიანებს დასუფთავების კუთხით არსებული პრობლემები აწუხებთ და მერიამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.

“31 ოქტომბერს, 14:30 საათზე, ქუთაისის მერიის წინ ჩატარდება აქცია-პერფორმანსი, სადაც ვეცდებით გავაგებინოთ მერიას ქუთაისში მცხოვრები ადამიანების პრობლემები ქალაქში დასუფთავების მიმართულებით.

პერფორმანსის მიმდინარეობისას შევიტანთ განცხადებას თანდართული ფოტომასალით. იგეგმება ფოტო-გამოფენა, რომელიც ასახავს, რა პრობლემებს აწყდებიან ქუთაისის მაცხოვრებლები ქალაქის დასუფთავების მიმართულებით მერიის არაეფექტური მუშაობის შედეგად.

აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი “როდემდე?!“, რომელიც მუშაობს ქუთაისში არსებულ პრობლემებზე.

ჩვენ გვსურს, გავაგებინოთ მერიას, რომ ქუთაისში ადამიანებს – სხვადასხვა ქუჩიდან აწუხებთ დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხები: დანაგვიანებული ქუჩები, არასაკმარისი ურნები, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის ინტენსივობა.

მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას გადადგან შესაბამისი ნაბიჯები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად!”, – აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

კომენტარები