სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
– პური და პურპროდუქტები 26.1%
– რძე, ყველი და კვერცხი 22.1%
– მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 21.9%
– ყავა, ჩაი და კაკაო 20.6%
– ზეთი და ცხიმი 18.3%
– შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 16.9%
– თევზეული 12.3%
– ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.0%
– ბოსტნეული და ბაღჩეული 3.5%
– ხილი და ყურძენი 3.4%
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე 13.8 პროცენტით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 13.2 პროცენტით;
კომენტარები