ქუთაისში ერთ ღამეში 20-მდე ობიექტი გაქურდეს – გაქურდულია სილამაზის სალონები, ფარდების მაღაზიები, ზოომაღაზიები, საათის სახელოსნოები, ტელეფონის აქსესუარების ჯიხურები და სასურსათო მაღაზიები.
ყველა მათგანიდან წაღებულია თანხა და დარბეულია შიდა ტერიტორია.
ქურდობაში ეჭვმიტანილები არასრულწლოვნები არიან, რომლებიც ობიექტებზე კარის შემტვრევის შედეგად შედიან.
დაზარალებულები შსს-ს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, თავს დაუცველად გრძნობენ და აუცილებელია კანონის გამკაცრება.
“ქალაქში უკვე საგანგაშო ვითარებაა, არ ვიცით, რა გავაკეთოთ უკვე იმდენი ფაქტია დაფიქსირებული. თითქმის ვიცით ვინ არიან, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ, დაიჭერენ და მაშინვე ათავისუფლებენ, აუცილებელია რაღაც ზომების მიღება”, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ გახშირებული ქურდობის ფაქტების გამო იძულებული ხდებიან, მაღაზიები დახურონ.
ქუთაისში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვნებმა პურის მაღაზიაც გაქურდეს.
კომენტარები