დღეს, 12:00 საათზე, ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” თავმჯდომარის გია გოქაძის საცხოვრებელ სახლში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და იდენთიფიცირების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოითხოვეს, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ევროპა ჩვენი სახლია” ავრცელებს.
“თვითმხილველთა ჩართულობის და ვიდეო გადაღების მცდელობა პოლიციის თანამშრომლების ადგილიდან გაქცევით დასრულდა.
მომხდარს ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვის მიზნით მისი წევრების დაშინების მცდელობად ვაფასებთ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე გია გოქაძის დაკავების მცდელობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას ვითხოვთ”, – წერს “ევროპა ჩვენი სახლია”.
კომენტარები