მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“აეროპორტიდან გამოსული ტურისტი უყურებს ნაგვით სავსე ქუჩებს ქუთაისში, ძალიან სირცხვილია”

“აეროპორტიდან გამოსული ტურისტი უყურებს ნაგვით სავსე ქუჩებს ქუთაისში, ძალიან სირცხვილია”

ქუთაისის შესასვლელში, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გზაზე, ნაგვის ურნები ნარჩენებით არის სავსე.

პერიმეტრზე ყოველდღიურად ასობით ტურისტი გადაადგილდება და ხედავს რა მდგომარეობაშია ისტორიული ქალაქის შესასვლელი.

“აეროპორტიდან რომ ტურისტი გამოვა, აღქმა აქვს, რომ ისტორიულ ქალაქში შედის და უყურებს ნაგვით სავსე ქუჩებს, ძალიან სირცხვილია”, – აცხადებს ადგილობრივი გოჩა ბრეგაძე.

იმერეთში არსებულ დასუფთავების პრობლემებზე მესამე სექტორის და მედიის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ.

კომენტარები