პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟეტა გოშევსკა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისში იმყოფებოდა.
დელაგაციის წევრებმა ქუთაისში საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია მოინახულეს და ადგილზე სანთლები დაანთეს. ადგილი სტუმრებს დანაგვიანებული დახვდათ და თავად დაასუფთავეს.
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე ასევე მესხიშვილის სახელობის თეატრში ფილმის „Łagier 0331” (ბანაკი 0331) ჩვენებას დაესწრო. იმყოფებოდა პოლონურ-ქართული მეგობრობის სკვერში, სადაც პრეზიდენტ ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი მოინახულა, რომელიც ქუთაისში დაიბადა.
ასევე სეიმის ვიცე-სპიკერი ესტუმრა კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრს.
“დღევანდელი ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვიყავით ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას, სადც პოლონელი გმირები იყვნენ თავის დროზე გამოკეტილები. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ოდესმე ეს სიმართლე გამოვიდა სააშკარაოზე”, – განაცხადა გოშევსკამ.
კომენტარები