მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ნებართვის სახეები იცვლება

სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ნებართვის სახეები იცვლება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა იარაღის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

საკითხის მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ კანონპროექტის მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მიერ, იარაღის გამოყენება, მაღალი საფრთხის შემცველ საშუალებას წარმოადგენს და სამინისტროს მიზანია იარაღის გამოყენებაზე შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები დაწესდეს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც მთავრობის ინიციატივის წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა, ევროპის პარლამენტის შესაბამის დირექტივებს და რეგულაციებს ითვალისწინებს.

მომხსენებლის განცხადებით, იცვლება სპორტული ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები და იარაღების ნუსხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით დამტკიცდება.

“კანონპროექტით სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ნებართვის სახეები იცვლება. მოქმედი კანონმდებლობით, სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე შეძენის ნებართვა შენახვის უფლებით, ხოლო სპორტულ მოკლე გლუვლულიან ან გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე კი შენახვისა და ტარების უფლებით გაიცემა.

ცვლილებების თანახმად კი, მოკლელულიან იარაღებზე შეძენის ნებართვა მხოლოდ შენახვის უფლებით გაიცემა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები