მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ამ კვირაში რომ არჩევნები ტარდებოდეს, 25% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 12% – “ნაციონალურ მოძრაობას”

ამ კვირაში რომ არჩევნები ტარდებოდეს, 25% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 12% – “ნაციონალურ მოძრაობას”

IRI-ის კვლევის მიხედვით, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთაგან 25% “ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 12% “ნაციონალურ მოძრაობას“.

პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ ხმას მისცემდა 3%, “გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 3%, “სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“ – 2%, „დროა – ელენე ხოშტარია“ – 2%, “ლეიბორისტული პარტია- შალვა ნათელაშვილი“ – 2%, პარტია „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – 2%, “გირჩი“ – 2%, “პატრიოტთა ალიანსი“ – 2%, “ლელო“ – 1%, “მოქალაქეები“ – 1%.

ხმის მიცემაზე უარი თქვა გამოკითხულთა 6%-მა, კითხვაზე პასუხი არ აქვს 16%-ს, პასუხზე უარი – 7%.

კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, 33% ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, 30% “ქართულ ოცნებას“, “პატრიოტთა ალიანსს“ – 18%, „კონსერვატიულ მოძრაობას – ალტ ინფო“ 15%, “ევროპულ საქართველოს – გიგა ბოკერია“ – 14%, “გირჩი – მეტი თავისუფლებას“ – 12%, “გირჩს“ 12%, “ლეიბორისტულ პარტიას“ – 8%, “დროას“ – 7%, “ლელოს“ – 6%, “სტრატეგია აღმაშენებელს“ – 5%, “მოქალაქეებს“ 5%, პარტიას “საქართველოსთვის“ – 4%, “რესპუბლიკურ პარტიას” – 2%.

ასევე, IRI-ის კითხვაზე, გსურთ თუ არა, იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე თუ კმაყოფილი ხართ არსებული არჩევანით, შედეგი შემდეგნაირად გადანაწილდა, გამოკითხულთა 72%-ს ახალი პარტიების ხილვა სურს, 22%-ს აკმაყოფილებს ამჟამინდელი არჩევანი, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს 7%-ს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

კომენტარები