მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია”

“ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია”

რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გახდა და გახდება კიდევ სპეკულაციების საგანი, ვერ შეცვლის იმ რეალურ ისტორიას, რაც დგას ბატონი ბიძინა ივანიშვილის უკან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“ეს არის ადამიანი, რომლის უშუალო პოლიტიკური ლიდერობითაც საქართველოში მოქალაქეებს, პირველ რიგში, დაუბრუნდათ სახელმწიფო, საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია, როდესაც მოქალაქეების ხმას, მათ არჩევანს, მათ პრობლემებზე საუბარს აქვს აზრი. როდესაც ჯანდაცვა, სოციალური დაცვის სისტემა, მართლმსაჯულება, სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებიან მოქალაქეებს. როდესაც ბიზნესი არის თავისუფალი, მედია არის უფრო მრავალფეროვანი და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის რეალურად ის საქმეები, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით გაკეთდა საქართველოში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები