ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ-სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის – “უბრალო ამბავის“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლი თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ნიკოლაძემ უკრაინელი დრამატურგის ანა იაბლონსკაიას პიესის “მენავეს“ სცენარის მიხედვით განახორციელა.
დადგმაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა მხატვარ ლომგულ მურუსიძის, კოსტიუმების მხატვარ ნუცა ჭყონიას, ნიღბების შემქნელ ირაკლი შეწირულის, კომპოზიტორების: სანდრო ნიკოლაძის, დავით კაკულიას და ქორეოგრაფ ლაშა რობაქიძის შემადგენლობით.
საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობდნენ საქართველოს დამსახურებული არტისტი ლილი თავაძე, მსახიობები: გოჩა აბაშიძე, ამირან ნასყიდაშვილი, სოფო ლეთოდიანი და თეატრის სხვა მსახიობები.
პრემიერას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე დაესწრნენ.
კომენტარები