მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ხონში “ქართული ოცნების” დეპუტატის კომპანიებს წელს 6.5 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული”

“ხონში “ქართული ოცნების” დეპუტატის კომპანიებს წელს 6.5 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული”

ხონში არსებული ტენდერების უმრავლესობას, შპს “როსტვერკი” და შპს “ჯ და ჯ” იგებენ, რომელთა დირექტორი “ქართული ოცნების” წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატი ჯეირან ომანაძეა, – ამის შესახებ ხონის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ზვიად ჩიმაკაძემ იმერეთის ანტიკორუფციულ მოძრაობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ომანაძემ “ქართულ ოცნებას” 120 000 ლარი შესწირა.

როგორც ჩიმაკაძემ აღნიშნა, ომანაძის კომპანიებს ჯამში, მხოლოდ 2022 წელს 6.5 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული, რაც ხონის ბიუჯეტის თითქმის ნახევარია.

ანტიკორუფციულ მოძრაობის წარმომადგენლის ბაქარ ახობაძის განცხადებით, მსგავსი ვითარებაა იმერეთის თითქმის ყველა რაიონში.

“ანტიკორუფციული მოძრაობა აქტიურად სწავლობს იმერეთში არსებულ კორუფციულ ფაქტებს და ყველა მსგავსი ფაქტი საჯარო გახდება მოსახლეობისთვის”, – განაცხადა ბაქარ ახობაძემ.

კომენტარები