საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ, გუშინ კითხვა არ გაუჩნდათ, იქ ქალბატონებისა და პერსონალის უფლებები არ ირღვევა?, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას.
“საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ, გუშინ კითხვა არ გაუჩნდათ, იქ ქალბატონებისა და პერსონალის უფლებები არ ირღვევა? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს. რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ, ჩვეულებრივი ტერორია. ამ კომპონენტზე არავის უფიქრია.
სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როდესაც ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის ტერორს. სხვა რომ ანალოგიურად მოიქცეს, ადამიანის უფლებების დამცველები მოითხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
კომენტარები