ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება” ორმა დეპუტატმა დატოვა.
ბექა ქებულაძე და მერაბ ჭოხონელიძე “ხალხის ძალას” შეუერთდნენ.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთი” უმრავლესობაში დარჩენილ, თუმცა ფრაქცია “ოცნებიდან” გასულ ბექა ქებულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ბექა, რატომ დატოვეთ “ქართული ოცნება”?
– ამ ეტაპზე ჩემი სამომავლო გეგმები და ხედვები “ხალხის ძალასთან” უფრო ახლოს დავინახე, ვიდრე “ოცნებაში”.
– თუმცა რჩებით უმრავლესობის წევრად, უმრავლესობის რიგებს რატომ არ ტოვებთ?
– ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
– ვისგან მიიღეთ წინადადება, რომ ხალხის ძალას შეერთებოდით?
– ამ ეტაპზე მხოლოდ ის დავტოვოთ, რაც გითხარით.
ცნობისთვის, “ხალხის ძალას” ქუთაისის საკრებულოში ამ ეტაპზე მხოლოდ 2 დეპუტატი ჰყავს, ფრაქციის შემქნისთვის კი სამი დეპუტატია საჭირო.
კომენტარები