ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხუნდაძის 61-ში საცხოვრებელი კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა.
ქარმა სახურავი გამთენიისას მოგლიჯა და ძირს ჩამოაგდო, რის შედეგადაც დაზიანდა მანქანები, ჩაიხერგა სადარბაზოები.
ქუთაისში სტიქიამ 500-ზე მეტი შენობის სახურავი დაზიანდა. რეგიონში ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის, სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
ძლიერი ქარის შედეგად პრობლემები იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში შეიქმნა.
კომენტარები