მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ეგონათ კერკეტი კაკალი, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი

ირაკლი კობახიძე – ეგონათ კერკეტი კაკალი, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი

ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ანუ ეს არის ერთადერთი ეპიტეთი, რომელიც მას მიესადაგება, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება, არის 1%-იანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი”, – განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა, არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის.

“ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს. ოკუპაციას და ომს ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა, სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენ რთულ რეგიონში საქართველოს სამწუხაროდ, არ აქვს. ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის.

დღეს “ოცნება” ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა, სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში “ოცნება” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას – გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია თუ არა თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. “ოცნება” ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების სურვილით და მზადაა ამისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ. “ნაციონალური მოძრაობა” კი, მზადაა ჩვენი ქვეყნის ეროვნული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია.

სწორედ ამიტომ, მივმართავ “ოცნებაში” დარჩენილ ადამიანებს, ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერც ივანიშვილი ვერ გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს მისი მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები