ტყიბულში გაუჩინარებულ 27 წლის მამაკაცს მე-11 დღეა, ეძებენ.
ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო ღონისძიებებში ჩართული არიან მეგობრებიც.
ილია ფუტკარაძის კვალს ჯერჯერობით სამართალდამცველებმა ვერსად მიაგნეს.
“ილია გაუჩინარდა 17 მარტის გამთენიას: ის წავიდა სახლიდან ისე, რომ არავინ გაუფრთხილებია და მასთან კონტაქტი შეწყდა. ჩვენი ვარაუდით ის წავიდა დილის რიჟრაჟის გადასაღებად წყალსაცავთან და მასთან მდებარე მთასთან და აპირებდა უკან დაბრუნებს. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ თან ნივთები არ წაუღია. სახლში დატოვა პასპორტი და ტელეფონის სატენი.
17 მარტის შემდგომ რა მოხდა, ჩვენთვის უცნობია.
ჩვენ არანაირ დამაიმედებელ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. პოლიციას მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც კი ვფლობდით და ისინი აქტიურად არიან ჩაბმული გამოძიებაში. როგორც გვითხრეს, სამაშველო სამსახური დღეს ჩაერთო სამძებრო სამუშაობებში.
ყველას ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია ილიას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მომწერეთ ტელეგრამში @natochinka ან დამირეკეთ ნომერზე 599407860 ან მიაწოდეთ ინფორმაცია პოლიციას.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ ილია ჯერ კიდევ დაკარგულია. გავიდა ერთ კვირაზე მეტი და აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა რესურსი”, წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ნათელა სულაქველიძე.
კომენტარები