“ერთად ევროპაში” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს და 9 აპრილისთვის ემზადება.
მთავარი ოპოზიციური პარტია დღეს, 14:00 საათზე იმერეთის რეგიონის შემაჯამებელ აქციას, ქუთაისის მერიასთან გამართავს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება. ქუთაისის მერიასთან შეკრებილები ასევე პოლიტიკური პატიმრების: მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვენ.
კომენტარები